Saturday, April 16, 2011

პროექტი

1.პროექტის სახელწოდება: :  შიდსი
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით:მოსწავლეები გაეცნობიან ადმიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის აგებულებას, ამ ვირუსით გამოწვეულ დაავადებას, გართულებებს, გადაცემის მექანიზმს და პრევენციულ ღონისძიებებს. გარდა ამისა შეითვისებენ ერთობლივი მუშაობის, კვლევის, აზრის გამოთქმის,ურთიერთთანამშრომლობის უნარ-ჩვევებს.
3.პროექტის აქტუალობა: დამამთავრებელი კლასების მოზარდები წარმოადგენენ შიდსით დაავადების რისკ-ჯგუფს, ამდენად ამ დაავადების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება,ასევე დაავადების გადაცემისა და თავდაცვის საშუალებების ცოდნა მეტად აქტუალურია.
4.პროექტის მიზნები:  მოსწავლეები შეისწავლიან ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ვირუსულ დაავადებას, შიდსს.გაეცნობიან დაავადების მიმდინარეობის, გადაცემისა და  პრევენციის თავისებურებებს, შიდსით დაავადებულთა საზოგადოებასთან ინტეგრაციის საკითხებს. ისტ-ში ინტერნეტიდან ინფორმაციის მოძიებას, ანალიზს,გადმოწერას, პრეზენტაციის მომზადებას, ხელმძღვანელთან ერთად მოახდენენ პროექტის გამოქვეყნებას(ბლოგი).
5.მონაწილეთა ასაკი:16-17წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა: 10-12 დღე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტომასალა, პლაკატი, გამოქვეყნებული ბლოგი.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, კომპიუტერი, ვიდეოკამერა.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები).  I-აქტივობა. მოსწაავლეებისათვის პროექტის შინაარსის გაცნობა, ჯგუფებად გადანაწილება და პირველი დავალების მიცემა(ერთ ჯგუფს დაევალება აივ-ვირუსის აგებულების შესახებ, მეორეს შიდსის გავრცელების შესახებ, მესამეს დაავადების მიმდინარეობის შესახებ, მეოთხეს დაავადების გადაცემის გზების შესახებ, მეხუთეს დაავადების თავიდან აცილების შესახებ).  ხანგრძლივობა  ერთი კვირა.   II-აქტივობა. მოსწავლეების წაყვანა შიდსის ლაბორატორიაში და ადგილზე ექიმების მუშაობასთან  გაცნობა. აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში მოსწავლეთათვის საინტერესო საკითხებსე საუბარი.  III-აქტივობა. ჯგუფების მუშაობის შეჯამება, ნამუშევრების წარმოდგენა პრეზენტაციების სახით, ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ დამატებითი ინფორმაციების წყაროების (საიტების ან სახელმძღვანელოების) მითითება საჭიროებისამებრ. IV-აქტივობა. ჯგუფების მუშაობის პროცესში მოპოვებული ფოტო და ვიდეო მასალით პლაკატის, ტრანსპარანტების და მინი-ფილმის მომზადება.  V-აქტივობა. საბოლოო პრეზენტაცია. მოწვეული სტუმრების თანდასწრებით (სკოლის დირექტორი, პედაგოგები, სტუმარი შიდსის ლაბორატორიიდან და ა.შ.) ჯგუფების ნამუშევრების  წარმოდგენა, რომელსაც მოყვება ტრანსპარანტებით მსვლელობა ქალაქის ქუჩებში( ეს სასურეველია დავამთხვიოთ შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს-1 დეკემბერს).
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ბიოლოგია, სამოქალაქო განათლება, ისტ-ი.
11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):  თამარ ჯინჭველაძე.

No comments:

Post a Comment